კახა კალაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის განცხადება შეაფასა.

„ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმები, უამრავი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი განცხადებები პრობლემებს ქმნის, პირველ ყოვლისა, ჩვენს ხალხში, ქართველებში, რადგან უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი, აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს, ასეთი ტიპის განცხადებები აფუჭებს თუ არა ურთიერთობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა, ამას დიდი დრო სჭირდება. ამ განცხადების საპასუხოდ, თბილისის მერმა განაცხადა – „ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები