კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, არის „ქართული ოცნება“

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, „ქართული ოცნებაა“.

„30 ათასამდე თანამშრომელი გვყავს მუნიციპალიტეტში და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვისაც ჩვენი იმედი აქვს.

მე პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ იმედებს აუცილებლად გავუმართლებთ და იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე 4 წლის განმავლობაში გაკეთდა. დანარჩენთან დაკავშირებით დაველოდოთ 2 ოქტომბერს და ყველაფერი ნათელი იქნება. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც გამარჯვების შანსი აქვს დღევანდელ მოცემულობაში, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები