ტრამპი დარწმუნებულია, რომ ქაბულში ტერაქტებს არ დაუშვებდა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ არ დაუშვებდა იმ ტერაქტებს, რომლებიც გუშინ ქაბულის აეროპორტთან მოხდა და რომლის შედეგად ასამდე ადამიანია დაღუპული, 1300-ზე მეტი კი დაშავებული.

ამის შესახებ მან Fox News-ზე ტელემიმართვის დროს თქვა.

“ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო და ის არ მოხდებოდა, მე რომ თქვენი პრეზიდენტი ვყოფილიყავი”, – თქვა მან.

ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დასძინა – “ყველა ამერიკელი გლოვობს თქვენთან ერთად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები