ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო მონაცემებით, ქაბულში აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია.