ჟოზეფ ბორელი: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს ეხმაურება.
„მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტთან მოხდარ ლაჩრულ თავდასხმას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უსაფრთხოება სურდათ. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ავღანეთის მოქალაქეებს.
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ“, – დაწერა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე.
Strongly condemn the cowardly attacks at Kabul airport against people longing for safety.
EU stands in solidarity with the Afghan citizens.
We will continue fighting terrorism together with international partners.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) August 26, 2021