ბორის ჯონსონი: თავდასხმის მიუხედავად, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების მიუხედავად, ბრიტანეთის მოქალაქეების და საფრთხეში მყოფი ავღანელების ევაკუაციის ოპერაცია მაინც გაგრძელდება.

„ეს ვერ შეაფერხებს ჩვენს პროგრესს. ჩვენ ვაპირებთ ამ ევაკუაციის განხორციელებას. ყოველთვის იყო ტერორიზმის მიმართ დაუცველობა და ტერორისტული თავდასხმები. ჩვენ მათ ვგმობთ. ჩემი აზრით, ისინი საზიზღრობაა, მაგრამ ვშიშობ, ეს ისაა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა საგანგებო სხდომის შემდეგ.

BBC წერს, რომ ნორვეგია ავღანეთში დარჩენილი მისი მოქალაქეების ევაკუაციას ვეღარ გააგრძელებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახლა აეროპორტის შესასვლელები დაკეტილია და ხალხის იქ შესვლა შეუძლებელია. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან თავდასხმების სერია განხორციელდა, რასაც მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები