ვლადიმერ ბოჟაძე: ტელეკომპანია ,,მთავარისთვის” ,,იმედის” რეიტინგი ისევ აუღებელი სიმაღლეა
ორპირ და მატყუარა ნიკა გვარამიას ჯერა, რომ ქოთანს საიდანაც უნდა ყურს იქიდან მოაბამს. ჯერ რეიტინგების თაობაზე მოიტყუა და როცა ყველა დარწმუნდა, რომ ტელეკომპანია,,იმედის” რეიტინგთან მისი ,,ტყუილების ფაბრიკა” ახლოსაც ვერ მივიდა, განაცხადა, რომ ეს შედეგი თურქული სერიალების დამსახურებააო,- ასე ეხმიანება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ტელეკომპანია ,,მთავარის” დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოს “მთავარი” არხის რეიტინგი ტელეკომპანია ,,იმედის” რეიტინგს მიუახლოვდა.
ექსპერტის თქმით, ტყუილი და ორპირობა ძალიან უხერხულია.
,,არადა მერე საკუთარ არხზე გაუშვა სერიალი „ფავორიტი“ და „ელიფი“, ოღონდ ორიგინალი სახელები შეუცვალა და „მტრის მკლავებში“ და „მფარველი ანგელოზი“ დაარქვა მაინც არაფერმა უშველა, ,,,მთავარისთვის” ,იმედის”რეიტინგი ისევ აუღებელი სიმაღლეა ვიცი შენ არ გიტყდება მაგრამ, ტყუილი და ორპირობა ,,ტეხავს”, ძალიან ,,ტეხავს”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე “facebook” – ზე.