თბილისში ბიძამ საკუთარი დისშვილი დაჭრა

თბილისში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბიძამ საკუთარ არასრულწლოვან დისშვილს ცივი იარაღით ჭრილობა ხელის არეში მიაყენა. შემთხვევა საბურთალოზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მე-11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები