გურამ მაჭარაშვილი: ხალხს აუცილებლად მიეცემა ნორმალური სტაბილური პოლიტიკური პროცესებისა და ცხოვრების საშუალება

„ნაციონალური მოძრაობის“ კვლევებს თუ გადავხედავთ, ისინი არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ საპარლამენტო არჩევნებშიც იმარჯვებდნენ, დღეს ვინ არის ხელისუფლებაში, ვის აძლევს საზოგადოება ხმას?! როგორც წესი, ისინი ცდებიან და „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიტიკაში “ნაციონალური მოძრაობის” დრო ნელ-ნელა იწურება.

„ნებისმიერი ამ 7 არჩევნების წინ, სადაც „ქართული ოცნება“ ყოველთვის დამაჯერებლად იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევებს თუ გადავხედავთ, ისინი არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ საპარლამენტო არჩევნებშიც იმარჯვებდნენ. დღეს ვინ არის ხელისუფლებაში, ვის აძლევს საზოგადოება ხმას?! როგორც წესი, ისინი ცდებიან და „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ მათ აქვთ მაღალი მხარდაჭერა, ეს, მემგონი, არ სჯერა არამც თუ მათ მხარდამჭერებს, არამედ თავად იმას, ვინც ამას აცხადებს. 7 არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ ის იყო ხელისუფლებაში და შვიდჯერვე საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ამიტომ ვამბობთ ყოველთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ნელ-ნელა იწურება უკვე პოლიტიკაშიც, აქ საუბარი აღარ არის ხელისუფლებაში მოსვლაზე. პოლიტიკაში ის აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოს ნორმალურმა, ჯანსაღმა ძალებმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას სხვის სიკვდილზე, უბედურებაზე არ ააგებს, რეალურად, ჯანსაღად გაგვაკრიტიკებს და ალტერნატიულ წინადადებებს შესთავაზებს საზოგადოებას. დემოკრატიის პრინციპიც ესაა. ამ შემთხვევაში, საზოგადოება თუ მოიწონებს ოპოზიციის წინადადებას, მას დაუჭერს მხარს და იცვლება ხელისუფლება. ასეთ მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში იცის „ნაცმოძრაობამ“, რომ მათ არ აქვთ შანსი და სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს და ხალხს აუცილებლად მიეცემა საშუალება მომავალი სამი წლის განმავლობაში ნორმალური სტაბილური პოლიტიკური პროცესების და ცხოვრების“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები