მიხეილ სარჯველაძე: საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ

„ვფიქრობ, არჩევნების გადადების თაობაზე ოპოზიციის პოზიცია არა მხოლოდ არათანმიმდევრულია, არამედ საზოგადოების მხრიდან სულ უფრო ნაკლებ ნდობას, ინტერესს იმსახურებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პასუხისმგებლობას თუ გამოიჩენს, შესაძლებელია, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ამან პანდემიაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს.

„ვფიქრობ, არჩევნების გადადების თაობაზე ოპოზიციის პოზიცია არა მხოლოდ არათანმიმდევრულია, არამედ საზოგადოების მხრიდან სულ უფრო ნაკლებ ნდობას, ინტერესს იმსახურებს. ვინაიდან არჩევნების თარიღის გადადების ერთადერთი ხერხია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, ეს არ არის ის საფუძველი, რაც რელევანტური იქნებოდა კონკრეტულ ვითარებაში. მძიმე პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, თუ ოპოზიცია მცირე პასუხისმგებლობას გამოიჩენს, შესაძლებელია, წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ამან უარყოფითი გავლენა არ იქონიოს პანდემიაზე. შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები