კახა კალაძე – “ნაცმოძრაობის“ კვლევაზე: პირველი შემთხვევა არ არის, როცა მანიპულაციებს ვისმენთ, თუმცა, არჩევნების შემდეგ ყოველთვის სხვა შედეგი დგება

“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ მანიპულაციებს ვისმენთ, თუმცა, არჩევნების ჩატარების შემდეგ ყოველთვის სხვა შედეგი დგება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა იციან, თუ რა არჩევანიც უნდა გააკეთონ.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, თუ რა არჩევანი უნდა გააკეთოს. მათ კარგად ესმით, სწორი მიმართულებით როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და რომელ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსებს აქვთ ამის უნარი და შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა არჩევნებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები