კახა კალაძე: ნორმალურია, როდესაც ხელისუფლება აკეთებს შედარებას, როგორ იმართებოდა ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ მიერ, ასევე უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე

“ნორმალურია, როდესაც ხელისუფლება აკეთებს შედარებას, როგორ იმართებოდა ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ასევე უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია. ისინი მონაწილეობენ არჩევნებში. ისინი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდნენ და ნორმალურია, როდესაც არსებული ხელისუფლება აკეთებს შედარებას იმასთან დაკავშირებით, თუ წლების განმავლობაში როგორ იმართებოდა ქვეყანა. ასევე უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე, რა იგეგმება, რას ვაპირებთ, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი ქვეყანა და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები