ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 4 პაციენტი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში დაავადებას 4 პაციენტი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ე.წ. რესპუბლიკაში 370 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო ერთ დღეში ვირუსი 139 ადამიანს დაუდასტურდა, პანდემიის დაწყებიდან კი ეს 24 709-ე შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 99 პაციენტი იმყოფება, მათგან 28-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 26 პირი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 15 მოქალაქეა მოთავსებული; გაგრაში – 25, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა; ტყვარჩელში 10 კოვიდპაციენტია; სოხუმში გაშლილ რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 57 ადამიანია, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამურად, ე.წ.რესპუბლიკაში, დღეის მონაცემით, მძიმე მდგომარეობაში 68 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები