შალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს კაპიტულაციას

“არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს კაპიტულაციას”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩევნების გადადების აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან, მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ მათ დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც უნდა ისპეკულირონ, თითქოსდა, მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ,,ნაციონალური მოძრაობის,, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და, მათ შორის, რეგულაციების მიმართ. რატომღაც, მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები