გიორგი ღიბრაძე: პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა
“შეგახსენებთ, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოპერაციული შტაბის უფროსმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
„როგორც ცნობილია, სრულად შეზღუდულია ფესტივალები, გასართობი და კულტურული ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
შეგახსენებთ, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.