ხატია დეკანოიძე: ხელისუფლების რიტორიკა, რომ არჩევნების გადადება არის ოპოზიციის “შემოგდებული” თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ

“ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გადადება  არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ინტერესში, პირველ ყოვლისა, ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

„ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვარებულიყო უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. შესაბამისად, ახლა ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, ამაშიც, ისინი არიან ძალიან „ღია და გამჭვირვალე“, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე მართებულად მიიჩნევს, არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები