ვლადიმერ ბოჟაძე: ყველაზე საოცარი ომბუდსმენის განცხადება აღმოჩნდა, ანუ სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების შეზღუდვას ითხოვს

“მომეჩვენა, თუ სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს?’’, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სახალხო დამცველის განცხადებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

“არჩევნების გადადებაზე დაიწყო საუბარი, ეს პროცესი კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებულია, თუმცა, ყველაზე საოცარი სახალხო დამცველის განცხადება აღმოჩნდა, ადამიანის უფლებების უპირველესი დამცველი, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს ანუ ადამიანის უფლებების შეზღუდვას! ნინო ლომჯარიამ ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა?”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები