მიხეილ სარჯველაძე: შარლ მიშელთან შეხვედრები კიდევ იქნება და ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის 19 აპრილის შეთანხმებას უკავშირდება
“შარლ მიშელთან შეხვედრები იქნება კიდევ და ეს არ ნიშნავს, რომ ის უკავშირება ყოველთვის 19 აპრილის შეთანხმებას, შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინაში, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას.
„ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი ძალაშია. კონკრეტული ოფიციალური პირები არიან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს, მეორე კი იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობის პირს, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს სტრატეგიული მიზანია. შესაბამისად, შეხვედრები იქნება კიდევ და კიდევ და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს და არ უკავშირება ყოველთვის ამ შეთანხმებას. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საუბარი შეთანხმების შინაარსთან, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც გაცხადდა მედიისთვის და რაც ითქვა, საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია იმ დღის წესრიგით, რომელზეც ვთანხმდებით ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით. შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება. ზოგადად, პოლიტიკური პროცესი არის თვითონ ისეთი, რომელიც მოითხოვს დიალოგსა და მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.