გია ვოლსკი: გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსით და პათოსით „ნაცმოძრაობასთან“ გაიგივდა

“გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსით და პათოსით გაიგივდა „ნაცმოძრაობასთან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ზეწოლის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენლის განცხადებას.

„ეთიკასა და ზნეობას მოკლებული განცხადება მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დასდევენ და ფულს აძლევენ, რომ განცხადება გააკეთონ პარტიიდან გასვლის თაობაზე, ისინი კი ფულს არ იღებენ და სამაგიეროდ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, რომ მათ ასე დასდევენ, ავიწროვებენ და ზეწოლას ახორციელებენ. ყოველგვარი კონკრეტიკის, ინტელექტის გარეშე ხდება განცხადებების კეთება არა გეგმებზე, სამუშაო გარემოზე, არამედ სკანდალურობაშია შეჯიბრი. რაც მთავარია, გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსით და პათოსით გაიგივდა „ნაცმოძრაობასთან”. ამ ყველაფრის მიზანი არის ერთი, რომ ყურადღება მიიქციონ, რათა ეს პოლიტიკური ჯგუფი სკანდალური თემების მიღმა არ დარჩეს. თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, კონკრეტულ ორგანოებს მიმართონ, გამოვიდეს კონკრეტული პიროვნება და დაასახელონ, კონკრეტულად როდის და რა სახის ზეწოლა იყო განხორციელებული, მათ შორის, დიდი თანხის სანაცვლოდ, ეს არის სრული აბსურდი და, სამწუხაროდ, უზნეობაც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები