გია ვოლსკი: რეალური კვლევები იქნება მაშინ, როცა არჩევნები ჩატარდება 

“გაცილებით მეტი იქნება მხარდაჭერა, ვიდრე – 44 პროცენტი – თავად ოპოზიციას, გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაციამ შეიძლება, რაღაც დივიდენდი მოუტანოს, არავითარი იმედი არ აქვს, რომ წარმატებული იქნება და პირველ ადგილზე გავა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ შიდაპარტიული კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უპირატესობა “ქართული ოცნებას” აქვს.

„უპირატესობა რომ აქვს „ქართულ ოცნებას”, ამას არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპონენტებიც ვერ უარყოფენ. რეალური კვლევები იქნება მაშინ, როცა არჩევნები ჩატარდება და თქვენ დაინახავთ, რომ გაცილებით მეტი იქნება მხარდაჭერა, ვიდრე – 44 პროცენტი. რასაკვირველია, ოპოზიციას აქვს გარკვეული შანსები, მაგრამ როცა საუბარი სულ მიდის იმაზე, რომ რევოლუცია, დესტაბილიზაცია უნდა მოხდეს, როცა ბრალდებების შემცველი განცხადებები კეთდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როცა არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უნდა ვიფიქროთ, რომ თავად ოპოზიციას, გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაციამ შეიძლება რაღაც დივიდენდი მოუტანოს, არავითარი იმედი არ აქვს, რომ წარმატებული იქნება და გავა პირველ ადგილზე, მაგრამ, რასაკვირველია, ოპოზიცია საქართველოში უნდა არსებობდეს, ლაპარაკობდეს გეგმაზე, დავობდეს ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემებზე თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე და არა მუდმივად საუბრობდეს იმაზე, რომ დესტაბილიზაცია საქართველოსთვის არის ხსნა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები