მიხეილ სარჯველაძე: ყველა კვლევაზე უკეთესია, დაველოდოთ არჩევნების დღეს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მომდევნო წლების განმავლობაში დომინანტი პოლიტიკური ძალის სტატუსს კვლავ შეინარჩუნებს.

“ყველა კვლევაზე უკეთესია, დაველოდოთ არჩევნების დღეს და ყველაფერი ნათლად დადასტურდება და გამოჩნდება. არ უნდა იძლეოდეს ოპოზიციური ძალებისთვის არასწორი განწყობების შექმნის მიზეზებს და ა.შ. როგორც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება.

პრაქტიკულად, ყველა კვლევით უდავოდ დასტურდება, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მას დამაჯერებელ გამარჯვებას მოაპოვებინებს უახლოეს არჩევნებზე და მომდევნო წლების განმავლობაში ის კვლავ შეინარჩუნებს დომინანტი პოლიტიკური ძალის სტატუსს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები