შვეიცარიელი იმუნოლოგი: Covid-22 შეიძლება, უარესი გახდეს, ვიდრე ის, რასაც ახლა ვხედავთ

World health coronavirus outbreak and international public infectious disease and global deadly virus health risk and flu spread or coronaviruses influenza as a pandemic medical conceptin with 3D illustration elements.

ციურიხის ფედერალურ პოლიტექნიკურ სკოლის პროფესორმა, იმუნოლოგ-მეცნიერმა საი რედმა შვეიცარიულ გაზეთ SonntagsBlick-თან კორონავირუსის შტამებზე, ვაქცინაციასა და შემდგომ პროგნოზებზე ისაუბრა.

მეცნიერის თქმით, ამჟამად, “დელტა” შტამის დამსახურებით, ყველა აუცრელი ადამიანი ვირუსის სუპერგადამტანი ხდება. თუმცა, უარესი შეიძლება, წინ იყოს.

ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობა აუცრელია, ნუთუ ყველაფერი ასე მარტივადაა, რომ თუ არ აიცრები – დაინფიცირდები?

– ვაქცინაციის პროგრამის გამო, შემზღუდველი ზომების უმეტესობა გაუქმებულია. ასე რომ, არავაქცინირებული ადამიანები ნაკლებად არიან დაცული. “დელტას” ვარიანტი კი ბევრად უფრო გადამდებია. ეს უკვე აღარ არის Covid-19. მე მას Covid-22 დავარქვი. დიახ, თუ უარს იტყვით ვაქცინაციაზე, რაღაც მომენტში თქვენ დაინფიცირდებით.

სკოლებში ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, არიან თუ არა ბავშვები ახალი სუპერ-გამავრცელებლები?

– უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ “დელტას” ვირუსული დატვირთვა იმდენად მაღალია, რომ ყველას, ვინც არ არის აცრილი და დაინფიცირებული ამ ვარიანტით, შეიძლება, გახდეს სუპერ გამავრცელებელი. და რადგანაც 12 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა არ შეიძლება, ისინი ხდებიან პოტენციური სუპერ გავრცელების დიდი ჯგუფი.

საჭიროა თუ არა ბავშვების აცრა?

– აბსოლუტურად. როგორც გვექნება საკმარისი მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, უნდა დავიწყოთ მასიური კამპანია მათი ვაქცინაციისთვის.

ვაქცინები 100%-ით არ გვიცავს. გაიზრდება თუ არა ვაქცინაციის სფეროში მიღწევები?

– შემოდგომაზე ჩვენ ვიხილავთ დაავადების შემთხვევების ზრდას და, მასთან ერთად, ვაქცინაციის გარღვევას. არა იმიტომ, რომ ვაქცინები ცუდად მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. შესაბამისად, გაცილებით მეტი ვირუსი გავრცელდება. თუ ვაქცინაციის რიცხვი სწრაფად არ გაიზრდება, მხოლოდ მკაცრი შეზღუდვები აგვარიდებს ვითარების გაუარესებას.

ისრაელში ერთმა მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო მესამე დოზა, რამდენად ეფექტურია ეს “დელტა” შტამისგან? 

– ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “დელტას” შეუძლია გადალახოს ვაქცინაცია – არის მისი ძალიან მაღალი ვირუსული დატვირთვა. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას ანტისხეულების მაღალი დონით. ეს არის ზუსტად ის, რასაც ბუსტერი აკეთებს. ისრაელისა და შეერთებული შტატების ბოლო მოხსენებები აჩვენებს, რომ ექვსი თვის შემდეგ, mRNA ვაქცინები მხოლოდ 60%-მდეა ეფექტური სიმპტომური “დელტა” ინფექციების წინააღმდეგ. მაგრამ ისინი კვლავ ძალიან ეფექტურია მძიმე სიმპტომების წინააღმდეგ. ბუსტერმა უნდა დაგვაბრუნოს 90%-იან დაცვამდე.

რა მოხდება ახალი შტამების გაჩენის შემთხვევაში? 

– სავარაუდოა, რომ გამოჩნდება ახალი ვარიანტები, როდესაც ჩვენ მხოლოდ ვაქცინაციას ვეღარ დავეყრდნობით. და სადაც არ უნდა გაჩნდეს ის, აუცილებლად მოაღწევს შვეიცარიამდეც. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ რამდენიმე ვაქცინაციით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომლებიც მუდმივად იქნებიან ადაპტირებული ახალ ვარიანტებთან.

რა მოხდება, თუ შვეიცარიაში ვაქცინაციის დონე ამჟამინდელზე დარჩება?

– ბევრმა სკოლამ დაიწყო მუშაობა ნიღბებისა და სერიოზული შეზღუდვების გარეშე. ყველა რესტორანი, ბარი და სასტუმრო ღიაა. თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი საგრძნობლად არ გაიზრდება, ჩვენ ვიხილავთ შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდას, რაც შარშანდელზე არანაკლებ მასიური იქნება. შემდეგ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კვლავ მიაღწევს თავის ზღვარს – ან უარესი მოხდება. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. შვეიცარიას რომ არ ჰქონოდა მინიმუმ 50% ვაქცინირებული, ჩვენ ვიქნებოდით კატასტროფის წინაშე “დელტას” გამო უკვე ამ ზაფხულს, ინდოეთის ან ბრაზილიის მსგავსად.

გაჩნდება თუ არა “დელტაზე” ბევრად საშიშ შტამებს მომავალში?

– არსებობს კარგად ცნობილი “ბეტა” სამხრეთ აფრიკიდან და “გამა” ბრაზილიიდან. ორივეს განუვითარდა გაქცევის მუტაცია: მათ შეუძლიათ, ნაწილობრივ გაექცნენ ანტისხეულებს. მეორე მხრივ, “დელტა” ბევრად უფრო გადამდებია, მაგრამ ჯერ კიდევ არ განუვითარებია გაქცევის მუტაციები.​

შემდეგი ნაბიჯი კომბინაციაა?

– ეს გარდაუვალია. ეს  პანდემიის შემდეგი ეტაპია, როდესაც “ბეტა” ან “გამა” ხდება უფრო ინფექციური ან “დელტაში” ვითარდება მუტაციები. ეს იქნება დიდი პრობლემა მომავალ წელს. Covid-22 შეიძლება, უარესი გახდეს, ვიდრე ის, რასაც ახლა ვხედავთ.

როგორ ვუპასუხოთ ამ ყველაფერს? 

-თუ ასეთი ვარიანტი გამოჩნდება, ჩვენ ის რაც შეიძლება ადრე უნდა გამოვიცნოთ, ვაქცინების მწარმოებლებმა კი მათთან ადაპტირება შეძლონ. ამ ახალი ვარიანტის გაჩენა – დიდი რისკია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისათვის.

როგორი იქნება შემოდგომა/ზამთარი?

– ეს იქნება ექვსი ძალიან რთული თვე. 2021 წლის ზაფხული 2019-ს ჰგავდა. მაგრამ შემოდგომა და ზამთარი იგივე იქნება, რაც შარშან. ეს განპირობებულია “დელტა” ვარიანტით და იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს ვაქცინაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ ამ ვარიანტს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ შეგვიძლია, ვაქცინაციის დონეზე მოვახდინოთ გავლენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები