ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, კახა ენუქიძე ბაღდათის მოსახლეობას, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თეა გოგნაძესთან ერთად შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, კახა ენუქიძე ქალაქ ბაღდათის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თეა გოგნაძესთან  ერთად შეხვდა.

მერობის კანდიდატმა  ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა  და მათთან ერთად სამომავლო პრიორიტეტები დასახა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრები და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა. ოთხი წელია, ბაღდათში ვმოღვაწეობ და კარგად ვიცი, თუ რა პროექტებია განსახორციელებელი იმისთვის, რომ ქალაქს სრულად რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა ქონდეს, მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის სისიტემის მოწესრიგებაა, ამ საკითხის გადაჭრაზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები