ქაბულის აეროპორტთან ორმხრივი სროლა მოხდა, არის მსხვერპლი

ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და უცნობ პირებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რომლის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი სამხედრო დაიღუპა, სამი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბუნდესვერის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით გამთენიისას, 04:13 საათზე მოხდა.

აღინიშნება, რომ ინციდენტის განმუხტვაში ამერიკელი და გერმანელი ძალები ჩაერთვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები