ე.წ.სამხრეთ ოსეთში “თალიბანის” პოლიტიკურ ე.წ.აღიარებას არ გამორიცხავენ

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, დავით სანაკოევმა არ გამორიცხა “თალიბანის” პოლიტიკური “აღიარება სახელმწიფო ალანიას მხრიდან”.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი აზრით, “თალიბანი” ტრიუმფალურად დაბრუნდა. მოძრაობის მთავარი საყრდენი – პუშტუნები – ოსების მსგავსად, ოდესღაც უზარმაზარი აღმოსავლეთ ირანის სამყაროს პატარა ნაწილს წარმოადგენდნენ. ავღანეთიდან ამერიკელების წასვლა იწვევს სამხრეთ აზიის გეოპოლიტიკური სივრცის რადიკალურ გადაფორმებას, რაც ამა თუ იმ ხარისხით გავლენას ახდენს კავკასიაზეც”.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამინდელი “თალიბანი” აღარ არის ძველი “თალიბანი”, როგორც ოცი წლის წინ. მოძრაობის ხელმძღვანლობის პრაგმატიზმი, რადიკალური იზოლაციონიზმის დესტრუქციული პოლიტიკის უარყოფა, ორგანიზაციის ავტორიტეტი ისლამურ სამყაროში, ასევე, ავღანეთში აშკარა ძალაუფლების ბატონობა “თალიბანის” დაბრუნებას გლობალურ პოლიტიკაში გარდაუვალს ხდის. ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი არის ვალდებულებები, რომლებიც აიღო ავღანეთის ახალმა ხელისუფლებამ ქალთა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად.

ალანიის სახელმწიფოს მიერ “თალიბანის” აღიარების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, თუმცა, გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გონივრული და პრაგმატული იქნება ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კვლავ აღიარებს “თალიბანს” ტერორისტულ ორგანიზაციად, ისევე როგორც რუსეთის ფედერაცია. თუ რეზოლუცია გაუქმდება და თუ რუსეთი “თალიბანს” სხვაგვარად შეხედავს, საკითხი სხვა მნიშვნელობას შეიძენს”, – წერს სანაკოევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები