პრემიერმინისტრი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია. მთავრობის მეთაურმა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მოილოცა.

მეუფემ ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ტაძარში პრემიერმინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში – გიორგი ურუშაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები