ფსოუდან ოკუპირებულ აფხაზეთში მოხვედრის წესი შეიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ.რუსეთის საზღვრიდან მოხვედრა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.

ამის შესახებ ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯემალ ბგანბამ განაცხადა.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთა, რუსეთის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2020 წლის მარტში შეიზღუდა. ამის შემდეგ რუსეთმა ეტაპობრივად შეასუსტა ე.წ. რესპუბლიკაში მოხვედრის წესები აფხაზებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის, ასევე, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში ცხოვრობენ.

ამიერიდან კი, “ადლერის” ე.წ.საკონტროლო პუნქტით ე.წ.რესპუბლიკაში მოხვედრა შეეძლებათ, ასევე, ​თურქეთსა და სირიაში მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებს, ასევე, შრომით მიგრანტებს შუა აზიიდან.

როგორც ბგანბამ თქვა, “რესპუბლიკაში შესვლა მოხდება ჩვეულებრივ რეჟიმში: საჭიროა, სავიზო რეჟიმის მოქმედების შემთხვევაში – ვიზა, ასევე, პასპორტი; ხოლო აფხაზეთიდან რუსეთში წასასვლელად უნდა მიმართოთ სოხუმში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, რომელიც მდებარეობს სახაროვის ქუჩაზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები