ირაკლი ლატარია: ნებისმიერი დესტრუქცია, რომელიც ხდება ამა თუ იმ სამსახურში, არის მართული

“ბოლო დღეებია, ტოპ მოდელივით გვარამიასთან დასუფთავების სამსახურის 2 თანამშრომელი რომ დადის, ხომ ყველას გახსოვთ? ორივე 24 საათი ქადაგებს ტყუილს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნებისმიერი დესტრუქცია, რომელიც ხდება ამა თუ იმ სამსახურში, არის მართული.

“ბოლო დღეებია, ტოპ მოდელივით გვარამიასთან დასუფთავების სამსახურის 2 თანამშრომელი რომ დადის, ხომ ყველას გახსოვთ? ორივე 24 საათი ქადაგებს ტყუილს. მათ ისიც კი იკადრეს, რომ ვითომ ფორმას, რაც აცვიათ, კერავს თბილისის მერის ცოლი – ანუკი არეშიძე. ეს, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა ძალიან დიდი ტყუილი. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს თანამშრომლები, შემიძლია პირდაპირ და თამამად ვთქვა, ინტრიგანი თანამშრომლები, დღეს, როდესაც მივიდნენ სამსახურში, უკვე თავისმა თანამშრომლებმა გამოაგდეს მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მათ არ სურდათ ამ კლოუნადასა და გვარამიას მიერ დაკვეთილ შოუში მონაწილეობის მიღება. რაც ყველაზე მთავარია, ისინი თანამშრომლებმა გამოაგდეს მათთვის ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი ფაქტის გამო – ის, რაც ტელევიზიაში ამ ორმა თანამშრომელმა იკადრა, იყო აბსოლუტური ტყუილი და მათ არ სურდათ ამ ტყუილში ყოფნა და უთხრეს, რომ არ ითანამშრომლებდნენ მათთან. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერი დესტრუქცია, რომელიც ხდება ამა თუ იმ სამსახურში, არის მართული და ჩვენდა სამწუხაროდ, არიან ამ ქვეყნად ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ფულის აღების სანაცვლოდ იკადრონ ყველაფერი. აქედან გამომდინარე, სამართალმა პური ჭამა და მატყუარა, საბოტაჟნიკი თანამშრომლები თავისივე კოლეგებმა გააძევეს სამსახურიდან. როდესაც ვუსმენდი ამ ორ ადამიანს, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ თავი ეგონათ გიგი უგულავას მერობის პერიოდში. არადა, ყველამ ვიცით, რომ ისინი მუშაობენ იმ მერის დაქვემდებარებაში, რომელიც 24 საათი შრომობს თბილისისა და თბილისელებისათვის”, – წერს ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები