სოციალური პროგრამის – საცხოვრებელი ფართების დაკანონების ფარგლებში, ფართები 1 900-მდე ოჯახს აქვს დაკანონებული, პროგრამა 2018 წლიდან მოქმედებს

„კახა კალაძემ გლდანის რაიონში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 36 ოჯახს სოციალური პროგრამის – საცხოვრებელი ფართების დაკანონების ფარგლებში გადასცა. პროგრამა 2018 წლიდან მოქმედებს და დღემდე ამ გზით საცხოვრებელი ფართები 1 900-მდე ოჯახს აქვს დაკანონებული“, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე, სახელწოდებით „სინამდვილეში“.

გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მოქმედ მერსა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის. მათი ვერსიით, 11 აგვისტოს გლდანის რაიონში 36 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის 1 ლარად გადაცემა წინასაარჩევნო მოსყიდვაა. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლომ კალაძეს ცესკო-ში მერობის კანდიდატად რეგისტრირების საშუალება ამ ფაქტის საფუძველზე არ უნდა მისცეს.

სინამდვილეში, კახა კალაძემ გლდანის რაიონში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 36 ოჯახს სოციალური პროგრამის – საცხოვრებელი ფართების დაკანონების ფარგლებში გადასცა. პროგრამა 2018 წლიდან მოქმედებს და დღემდე ამ გზით საცხოვრებელი ფართები 1 900-მდე ოჯახს აქვს დაკანონებული. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს“, – წერია ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები