აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა და გახარიას გუნდის ამჟამინდელმა წევრმა, კოტე ანანიაშვილმა 2020 წლის 5 ივნისს პირადად დააკავა აკაკი ბართაია, კრიმინალურ ავტორიტეტ “ლავასოღლის” მხარდამჭერ აქციაზე

“POSTV – ანალიტიკა“  ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერ აკაკი ბართაიას გახარიას პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, კოტე ანანიაშვილი ,,კანონიერი ქურდის,, – “ლავასოლღლის” მხარდამჭერ აქციაზე 2020 წლის 5 ივნისს  პირადად აკავებს.

აკაკი ბართაიას შეფარდებული აქვს გირაო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (სიცოცოხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ცნობისთვის: გახარიას პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა დღეს განაცხადა, რომ აკაკი ბართაიას ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი იარაღი ავტომანქანის საბარგულში ჩაუდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები