რატი ბრეგაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძესა და მარეკ შჩიგელს შორის გამართულ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მისი დაცვა იყო ძირითადი სასაუბრო საკითხი.
“მხარეებმა სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, როგორც ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის ერთ-ერთ შესაძლებლობას.
გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა ოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.
მარეკ შჩიგელმა რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა ორი კვირის წინ სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე მკაფიო ხედვებისა და პრიორიტეტების წარმოჩენისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.