ირაკლი ღარიბაშვილი: ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

“ხულო-ზარზმის 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გზის რეკონსტრუქციის პროცესს საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო”, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია გზის 42-კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც ქუვეითის ფონდი აფინანსებს.

ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის (ხულო-ზარზმა) პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 110 მლნ ლარია.
განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები