ზაალ უდუმაშვილი: 2 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას
“დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კანდიდატი და 2 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მცხეთის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე საუბარი მნიშვნელოვანია.
„დღეიდან დავიწყებ კარდაკარ სიარულს როგორც მცხეთაში, ასევე, სოფლებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობას ვესაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, არამხოლოდ იმაზე, კონკრეტულ სოფელს რა პრობლემები გააჩნია, არამედ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს. ის პრობლემები რომ მოგვარდეს, რაც თითოეულ მოსახლეს გააჩნია, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და 2 ოქტომბერს ოპოზიციამ გამარჯვება იზეიმოს. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება, ამიტომ, დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კანდიდატი და 2 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.