კახეთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები კახეთის რეგიონში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოები) საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.

სააგენტოს ცნობით, ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. ამ დროისათვის, 3500 ჰა ფართობია დამუშავებული.

,,სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სულ 20 000–მდე ჰა ფართობის დამუშავებაა დაგეგმილი.

ტრანსმისული დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

მთავრობის განკარგულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 2015 წლიდან ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება”, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები