ეკატერინე ტიკარაძე: ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მოემსახურებიან, არიან სრულად გადამზადებულები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი დღეიდან  პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა, მაქსიმალურად ეცდებიან, ჯერჯერობით, პაციენტების მართვა კლინიკებში მოხდეს.

მისივე თქმით, ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მოემსახურებიან, არიან სრულად გადამზადებულები.

„ამ ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი ხუთტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც გავრცელდა არაერთი მედია შარჟი, თითქოს, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და გარკვეულ რისკებს შეიცავენ, მაგრამ გადამოწმებულია ეს ინფორმაცია, არანაირ რისკს ამ ავზების მონტაჟი არ შეიცავს. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე, მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია ინტენსიურისა და რეანიმაციის ტიპის საწოლები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ გაუწევენ პაციენტებს მომსახურებას, არიან სრულად გადამზადებული და მათ გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რათა გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით. საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არა საველე პირობებში გადმოვინაცვლოთ, არამედ დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალურად მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილი არ ყოფილა, იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები