გიგა ბოკერია: ეს არჩევნები არის ყველას შანსი, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები არის ყველას შანსი, დაიბრუნონ შესაძლებლობა, საქართველო იყოს ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა.
„ჩვენ შორის არსებული დიდი განსხვავებისა და პოლიტიკურ შეხედულებებში მოქალაქეებს შორის არსებული დიდი სხვაობის მიუხედავად, ეს არჩევნები არის ჩვენი ყველას შანსი, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომ მრავალმა თაობამ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი, ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის ამოცანა შესრულდეს, დავბრუნდეთ თავისუფალ სამყაროთა ოჯახში, ყველა ადამიანს ჰქონდეს შანსი, საკუთარი შრომით ბედნიერებისკენ ისწრაფვოდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა.