ეკატერინე ტიკარაძე: დღეიდან, შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან, შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება, რაც მიგვაჩნია, რომ, დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.