გიორგი ამილახვარი: “ნაცმოძრაობის” სამიზნე არჩევნების მომდევნო დღეა, რომ სცადონ და გაიმეორონ იგივე სპექტაკლი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგეს

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატები მიუთითებს იმაზე, რომ მათ საზოგადოებისთვის არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე არჩევნების მომდევნო დღეა, რომ სცადონ და გაიმეორონ იგივე სპექტაკლი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგეს.

„ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი დაასახელა ნიკა მელიას ოჯახის წევრი კანდიდატად, ასევე, დაასახელეს მოქმედი დეპუტატები, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის. მათი ერთადერთი სამიზნე არის არა არჩევნების, არამედ არჩევნების მომდევნო დღე, რომ სცადონ და გაიმეორონ იგივე სპექტაკლი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგეს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები