დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობის” რესურსი, რაიმე ახალი შესთავაზოს ამომრჩეველს, ამოწურულია
“პარლამენტის წევრებითა და მათი მშობლებით წარმოდგენილი მერობის კანდიდატები და საარჩევნო კამპანია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ 2012 წლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერვედ დამარცხდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის,, რესურსი, რაიმე ახალი შესთავაზოს ამომრჩეველს, ამოწურულია.
“ოპოზიცია “ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო კანდიდატებზე ვერც შეთანხმდებოდა. ამის ყოველგვარი მცდელობა ფიასკოსთვის იყო განწირული. ის, რაც ვიხილეთ, არის დასტური იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის რესურსი, რაიმე ახალი შესთავაზოს ამომრჩეველს, ამოწურულია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.