მეუფე ნიკოლოზი: ვაქცინაციისკენ ხალხს ვერ მოვუწოდებთ იმიტომ, რომ ვართ რელიგიური ორგანიზაცია და არა სამედიცინო, მზად ვარ საჯაროდ ავიცრა თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად 

“ჩვენ ვაქცინაციისკენ ხალხს ვერ მოვუწოდებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რელიგიური ორგანიზაცია და არა სამედიცინო”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში ხალხის გასამხნევებლად მზადაა საჯაროდ აიცრას.

“პრეზიდენტის მოწოდება, რომელმაც მოუწოდა ეკლესიას, რომ მხარში ამოუდგეს და ხალხს მოუწოდოს ვაქცინაციისკენ – ჩვენ ვაქცინაციისკენ ვერ მოვუწოდებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რელიგიური ორგანიზაცია და არა სამედიცინო. მე მზად ვარ საჯაროდ ავიცრა თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად ანუ, ჩემს აცრას არ ექნება სამედიცინო მიზეზი, არამედ ექნება სოციალური მიზეზი”,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები