ანქვაბი: რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში ვაქცინების შესყიდვის საკითხს არ განვიხილავთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში ვაქცინის შესყიდვის საკითხი ე.წ მთავრობის მიერ არ განიხილება.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო მთავრობას მიმართეს თხოვნით, უზრუნველყონ ე.წ.რესპუბლიკა ვაქცინებით და დახმარებისთვის მიმართონ როგორც ჯანმო-ს, ისე – გაერო-ს, ასევე, სხვა სტრუქტურებს, რადგან “ყველას გვქონდა იმედი, რომ ვაქცინაციის პრობლემა შეიძლება, მოგვარდეს ეფექტური რუსული ვაქცინის Sputnik-V დახმარებით, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობისთვის დოზების საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა რთული ამოცანა აღმოჩნდა”.

როგორც ანქვაბმა თქვა, ”მესმის სხვადასხვა წინადადება, ხომ არ შეიძლება, მივიღოთ ვაქცინა სხვა ქვეყნებისგან? პირველ ყოვლისა, ვიკითხავთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროში, თუ როგორ შეფასდება ეს წინადადება, შემდეგ კი ამ საკითხით მივმართავთ საზოგადოებას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსული ვაქცინის 100 ათასი დოზის მიღების განაცხადი რუსეთის მთავრობაში დევს.

“ვაქცინა გვექნება, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ასლან გეორგიევიჩი არის საკითხით დაკავებული, მე და ჯანდაცვის მინისტრი. ყველაფერი არც ისეთი მარტივია. ჩვენ ვიცით, რომ არც რუსეთშია მარტივი სიტუაცია. ბევრ ქვეყანას სურს, მიიღოს რუსული ვაქცინა, ეს არის მისი მაღალი ავტორიტეტის დამსახურება. ყოველ თვეს წარმოება გაიზრდება და შემდეგ ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება ვაქცინის საჭირო რაოდენობით დროულად მიღება. არავინ არაფერს შეგნებულად არ აკეთებს და ეს გასაგებია “, – განმარტა ე.წ. პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები