საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 42 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 471 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 415 146, გარდაიცვალა 6321 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები