1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1138 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1138 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1138 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0059 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6403 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.