იაგო ხვიჩია – NDI-ზე: როგორ შეიძლება, სერიოზულად ვილაპარაკოთ, რომ ასეთი ტიპის კვლევიდან დასკვნების გაკეთება შეგვიძლია
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.
“70% უარს ამბობს გამოკითხვაში მონაწილეობაზე. 18 % ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მომხრეა, 6% “ნაციონალური მოძრაობის”, ანუ როგორ შეიძლება, სერიოზულად ვილაპარაკოთ, რომ ასეთი ტიპის კვლევიდან დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, როცა ასეთი მოცემულობა გვაქვს, პოლიტიკური აზრის და განწყობის გასარკვევად არაა ეს კვლევა, სხვა რამე შეიძლება უფრო დავინახოთ ამ კვლევიდან ვიდრე პოლიტიკური ნაწილი”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
NDI-ის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 18 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 6 კი „ნაციონალურ მოძრაობას“.