ლევან ნიკოლეიშვილი: გახარია ამბობს, რომ რეფორმებია გასატარებელიო, ყველა საკვანძო თანამდებობა ეკავა, ახლა აღმოაჩინა, რომ რეფორმებია გასატარებელი? – ნამუსიც კარგი საქონელია
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებებს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
“ნამუსიც კარგი საქონელია!
გახარია ამბობს, რომ რეფორმებია გასატარებელიო. ყველა საკვანძო თანამდებობა ეკავა, შსს მინისტრი და პრემიერმინისტრი იყო, ჯამურად, 4 წელს. ახლა აღმოაჩინა, რომ რეფორმებია გასატარებელი?
ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და 50%-იც რომ აიღოს, არჩევნები მაინც იქნებაო… ამას რომ ამბობს, არ ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია სწორედ მისი პრემიერობის დროს მოიპოვა და მთელმა დასავლეთმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია. მისი წასვლით გახდა არალეგიტიმური? სასწაული წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე. უკვე ისე იქცევა, რომ სერიოზული პასუხიც აღარ გახდება მალე საჭირო”, – წერს ნიკოლეიშვილი.