გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს
გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.
“პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას – გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.