მამუკა მდინარაძე: უნდა უზრუნველვყოთ, რომ, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანი, მამუკა მდინარაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებისა და მერების ხელფასები 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება.
„შეიძლება, რადიკალური ცვლილებები ვერ განვახორციელოთ, შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ყოველთვის ეს ყველა ქვეყანაში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პარალელურად გაიზრდება საჯარო მოხელეების, განსაკუთრებით, დაბალი რგოლის წარმომადგენლების ხელფასები, რომ მათი მოტივაცია იყოს მაღალი, კონკურენტული იყოს მათი პოზიციები და ეს მიდგომა არის ყველაზე პასუხისმგებლიანი, რაც კი შეიძლება, ხელისუფლებამ გამოამჟღავნოს“, – განაცხადა მდინარაძემ.