რატი ბრეგაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. დიდება გმირებს! ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები