სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.
რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო აგრესიის შედეგად თავდაცვის სამინისტროს – 170, შინაგან საქმეთა სამინისტროს – 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.