“რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია” – ბიბილოვი

 

“რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ უზარმაზარ შესაძლებლობებს აჩენს”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისადმი ასეთი დამოკიდებულებისათვის. ჩვენ გვესმის, რომ რესპუბლიკის ყველა მაცხოვრებელს არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მათგანია: სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩვენ გვქონდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რუსეთთან, რამაც არ მოგვცა მოქალაქეობის მიღების უფლება ისე, როგორც ეს ხდებოდა აღიარებამდე,” – თქვა ბიბილოვმა.

მანვე დასძინა, რომ მოქალაქეები, რომლებიც მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას, ისარგებლებენ იმავე სოციალური გარანტიებით, რაც რუსეთშია, მათ შორის სამშობიარო კაპიტალით, ბავშვის შემწეობით, ინვალიდობის შემწეობით, და სოციალური დაცვის მთელი სპექტრით.

„გარდა ამისა, ეს არის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რეალიზება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმდა. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს სამხრეთ ოსეთის რუსეთში ინტეგრაციას“, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები